ცენტრალური კონდიციონერები

Air-handling-unit_tcm524-367496

ცენტრალური კონდიციონერები, რომლებიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება კომფორტულ და ტექნოლოგიურ კონდიცირებაში წარმოადგენენ არაავტონომიურ კონდიციონერებს. ისინი გარედან მარაგდებიან როგორც სიცივით (ცივი წყლის ან გაუმყინვარი სითხეების მიწოდებით), ასევე სითბოთი (ცხელი წყლის ან ორთქლის მიწოდებით) და ელექტროენერგიით ვენტილატორების, ტუმბოების, ჩამკეტ – მარეგულირებელი მოწყობილობების ამძრავად.

მნიშვნელოვან უპირატესობასთან ერთად, რაც გამოიხატება დიდ სათავსებში ჰაერის მოცემული ტემპერატურის, ტენიანობის მოძრაობის სიჩქარის დამყარების და რეგულირების შესაძლებლობებით, ცენტრალური კონდიციონერებს ახასიათებთ ზოგიერთი ნაკლი როგორიცაა რთული სამონტაჟო სამუშაოების წარმოება და სათავსებში გრძელი კომუნიკაციების (ჰაერსატარების და მილსადენების) გაყვანა.